
23 აპრილს, თურქეთში დაგეგმილ საერთაშორისო საბავშვო ფესტივალზე,
აფხაზეთი ქვეყნის სტატუსითაა მიწვეული.
ქვეყნების ჩამონათვალში, რომელიც ამ ფესტივალის ვებ-გვერდზეა
მითითებული, აფხაზეთი თავისი დროშით, ცალკეა მითითებული,
საქართველო კი ცალკე.
თურქეთში ფესტივალი ყოველ წელს ტარდება. შარშან იგივე ფესტივალზე
აჭარა ცალკე სახელმწიფოდ იყო წარმოდგენილი. სტამბულის
ქართული კულტურის სახლის და საქართველოს ხსნის საერთაშორისო
კავშირის "ნათლის მხედარის" საპროტესტო წერილი გაგზავნის
შემდეგ ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს, ხოლო მცირე ხანში
ფესტივალის ორგანიზატორი მოხსნეს თანამდებობიდან. აღნიშნულ ფაქტს
ოფიციალური სტრუქტურებიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
ფესტივალი საკმაოდ მასშტაბურია და მასში ყოველწლიურად 40 ქვეყანა
მონაწილეობს. მიმდინარე წელს, ფესტივალში 50 ქვეყანა მიიღებს
მონაწილეობას.