
ჯერჯერობით არაა ცნობილი იმ ახალგაზრდა ქართველი ჟურნალისტების სია, რომლებიც მოსკოვში, პოსტსაბჭოთა სივრცის ახალგაზრდა ჟურნალისტთა სკოლაში სასწავლებლად წავიდნენ, თუმცა, "რია ნოვოსტი" საქართველოსაც ასახელებს იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც სკოლაში ჟურნალისტები ისწავლიან.
ინფორმაციის მიხედვით, ტრენინგსა და მასტერ-კლასს "პროფესიონალი რუსი ჟურნალისტები" ჩაატარებენ. "რია ნოვოსტის" მიერ ჩამოთვლილი ჟურნალისტების უმრავლესობა "როსია სეგოდნიას" წარმომადგენელია და კრემლის პოლიტიკის გამტარებელი პროპაგანდისტული სიუჟეტებით გამოირჩევა.
პროექტი ორგანიზებულია პოლიტოლოგიური ცენტრის "სევერ-იუგ"-ის მიერ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი პროექტი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამისნიტროს მომაწილეობით ორგანიზებულ მსგავს მასტერ-კლასებზე ჟურნალისტები საქართველოდან ადრეც იმყოფებოდნენ. ამან სოციალურ ქსელში მძაფრი რეაქციაც გამოიწვია.