რას ყვება აივნიდან გადავარდნილი კარადის მეპატრონე

Image

„აფხაზეთის ხმა“ უკვე წერდა, რომ ნაძალადევის რაიონში,  დადიანის ქუჩის 34 ნომერში, მერვე სართულიდან კარადა დადმოვარდა, რომელიც გამვლელ მამაკაცს დაეცა და დააზიანა.

 

 

როგორც აღნიშნულ ბინაში მცხოვრები ქალბატონი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ამბობს, სავარაუდოდ, გახშირებული წვიმის გამო კარადის ერთი ნაწილი დაზიანდა, რის შემდეგაც დაზიანებული ნაწილი და თაროები აივნიდან გადავარდა.

 

„ყველაფერი იმის ბრალია, რომ ამ სახლის სახურავია დაზიანებული.  იმედია, ვისაც ეს ეხება, ადგილობრივი თვითმართველობაა ეს, თუ კორპუსის ამხანაგობა, ახლა მაინც მიაქცევენ ამ პრობლემას ყურადღებას. არ გამოვრიცხავ, კარადის გადავარდნის მიზეზი იმ კედლის არასახარბიელო მდგომარეობაც იყოს, რომელზეც კარადა იყო დამაგრებული.

 

კარადა ახლახან დავალაგე, ძირითადად ცარიელი მინის ქილები მქონდა შენახული...

 

საღამოს ჩემთან სტუმარი იყო, როდესაც აივნიდან ხმაური მომესმა. ერთი სიკვდილი გავათავე, ვიდრე მეშვიდე სართულიდან დაბლა ჩავიდოდი და ვნახავდი დაშავებული მამაკაცი რა მდგომარეობაში იყო. ღვთის მადლით, დაზიანება მსუბუქი აღმოჩნდა,“ - აღნიშნა მან.

 

დაზარალებულ  60 წლამდე მამაკაცს პირველი დახმარება ახლომდებარე აფთიაქის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს. ფარმაცევტების ინფორმაციით, მამაკაცს თავიდან სისხლი მოსდიოდა, ასევე დაზიანებული ჰქონდა თვალის მიდამო, თუმცა დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ აღმოჩნდა. დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !