„ჰოროსკოპის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში შავი მთვარე ჰყავს - შავი მთვარე კი სატანური ძალაა“

Image

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი  „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას აფასებს და პოლიტიკოსების, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას მიმოიხილავს.

 

 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა წარმოუდგენელი შეცდომები დაუშვა  საკადრო პოლიტიკაში!

 

„მიუხედავად მის მიმართ ჩემი პატივისცემისა (ერთადერთი პრემიერ-მინისტრი იყო, რომელმაც მითხრა, რომ ასტროლოგია დიდი ეზოთერული მეცნიერებაა), ხმამაღლა მინდა განვაცხადო - კარგია, რომ გადადგა, მაგრამ ეს ნაბიჯი გაცილებით ადრე უნდა გადაედგა, როგორც კი სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები წააგეს!

 

პოლიტიკაში ივანიშვილი დაინგრევა და იმ ქვეყანასაც დაანგრევს, სადაც ის ამ სფეროში იქნება წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, ნგრევა თავად არ სურს, უბრალოდ, ის პოლიტიკისთვის არ არის დაბადებული.

 

ჰოროსკოპის მიხედვით, პოლიტიკაში მას შავი მთვარე ჰყავს - შავი მთვარე კი სატანური ძალაა! თითქოს, პოლიტიკურ საქმიანობას თავი დაანება, მაგრამ, რეალურად, ნაცრისფერი კარდინალია, მის გარეშე არაფერი კეთდება.

 

ვურჩევ, თავი დაანებოს ირაკლი ღარიბაშვილს, სააკაშვილმა თუ უკან დაგვწია თავისი უგუნურებითა და არნახული მისწრაფებით ფულისადმი, ივანიშვილმა უკან დაგვწია არასწორი საკადრო პოლიტიკით. რეალურად, დღეს ჩვენ ვუყურებთ "ქართულ ოცნებასა" და ფრაქციებს შორის ჭიდაობას და არ ვიცით, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი.

 

ეკონომიკა ერთ ადგილზე დგას, სხვა სფეროებიც ყურადღების მიღმა რჩება... ივანიშვილი უნდა ჩაერიოს მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში და არა ყველა საკითხში!

 

მეგობრულად ვურჩევ, არ ეწყინოს - მას არა აქვს ქარიზმა და ვერც შეიცვლება, ვერც ტემბრს შეიცვლის... მენტორული ტონით ის საზოგადოებას ვერ დაელაპარაკება (აკი, სწორედ ასეთი ტონით ესაუბრა ჟურნალისტებს).

 

მისი კრედოა საქმის ჩუმად კეთება და გაუგებარია, რატომ გაუჩნდა პომპეზურობის სურვილი?! ვურჩევ, თავი აარიდოს ამ გადაცემებს, ის უკვე შესულია ისტორიაში, არ დაკარგოს ავტორიტეტი და ხალხის გაღიზიანება არ გამოიწვიოს,“- აღნიშნა ასტროლოგმა.

 

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, მიშა ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზის თანახმად, ის გონებამახვილია და ნიჭიერი, მაგრამ განვითარების საშუალებას არ აძლევენ.

 

„ირაკლი ჰოროსკოპით კირჩხიბია, პოლიტიკური გამოცდილება აკლია, მაგრამ აქვს ინტუიცია, გონებამახვილია, ნიჭიერი, მაგრამ ამუხრუჭებს ის, რომ ჩარჩოშია მოქცეული, ივანიშვილის გარეშე ნაბიჯს ვერ დგამს, მის წესებს ემორჩილება, შესაბამისად, არ ეძლევა განვითარების საშუალება! რეალურად, ირაკლის გვერდით ჰყავს ბიძინა ივანიშვილის კადრები და საკუთარის მიყვანის უფლება არა აქვს.

 

სკამებზე სხედან პატრიოტიზმის პრეტენზიით, მაგრამ, სინამდვილეში, მაღალი ხელფასების მიღების სურვილი ამოძრავებთ. მახსოვს, ერთხელ ნუგზარ ერგემლიძემ გულწრფელად თქვა, პარლამენტში მოვედი იმიტომ, რომ ოჯახს უჭირსო... მოკლედ, უნდა დასრულდეს საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრი და მიხედონ ქვეყანას!“ - აცხადებს მიშა ცაგარელი და იქვე ქვეყნის პრეზიდენტზე, გიორგი მარგველაშვილზე აკეთებს მინიშნებებს.

 

„როცა მარგველაშვილმა განაცხადა, „პლასტელინის“ კაცი ვარო, გამეცინა. ქალწულის ზოდიაქოს კაცია და მამლის წელიწადშია დაბადებული, ამიტომ "პლასტელინი" ვერ იქნება. მამალია, უკან არ დაიხევს, მერე რა, რომ ფილოსოფოსია, საკმაოდ პრინციპულია, არავის გაეთელინება.

 

ახლა მთავრობასა და მას შორის დაპირისპირებაა და ვისი შეცდომის ბრალია? - ბიძინა ივანიშვილის, კადრები არასწორად შეარჩია. ერთხელ მაინც ჰკითხონ რჩევა ასტროლოგებს, დავით აღმაშენებელს ჰყავდა პირადი ასტროლოგი, თამარ მეფესაც... თუნდაც რონალდ რეიგანი, ფრანსუა მიტერანი და პუტინი ავიღოთ, მათაც!- დასძინა ასტროლოგმა. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !