
"საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით
იუსტიციის სახლში უმრავლესობისა და უმცირესობის კონსულტაციები უკვე ერთი
საათია მიმდინარეობს.
უმრავლესობის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობენ პარლამენტის თავმჯდომარე
დავით უსუფაშვილი, დეპუტატები ვახტანგ ხმალაძე, შალვა შავგულიძე და
ზვიად ძიძიგური. უმცირესების მხრიდან კი მას მხოლოდ პავლე კუბლაშვილია
მისული. შეხვედრის დაწყების წინ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა
აქცენტი გააკეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ ექვსი წევრის არჩევის საკითხზე,
რომელსაც პარლამენტი ირჩევს და აღნიშნა, რომ პარლამეტის რეგლამენტით
დადგინდება, თუ როგორი წესით მიიღებს პარლამეტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
ამ წესზე, მხარეები პოზიციის შეჯერებას დღევანდელ შეხვედრაზე შეეცდებიან.
შეხდვერაზე პარლამენტის მხრიდან ასარჩევ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვს
წარმომადგენელზე გაამახვილა ყურადღება პავლე კუბლაშვილმაც, რომელიც კვლავ
ვენეციის კომისიის რეკომენდაციაზე აპელირებს.
კუბლაშვილის თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ იუსტიციის
საბჭოში ექვსი წარმომადგენელი, რომელსაც ნიშნავს პარლამენტი აირჩეს ან მაღალი
ქვორუმით, ან დადგინდეს ქვოტები, რათა აღნიშნულ დანიშვნაში უმცირესობასაც
მიეცეს მონაწილეობის შესაძლებლობა. მისივე თქმით, ასევე არსებობს კითხვის
ნიშნები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრებისათვის უფლებამოსილების
ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით.
"საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონი და მისგან გამომდინარე
საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს მეორე მოსმენით აქვს მიღებული.