-
2016-05-18 21:42
"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის დამფუძნებელი, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სანდრო ბრეგაძეს მიმართავს და მას მიზანმიმართული სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. ბრეგაძემ დღეს ტვ "პირველის" ეთერში განაცხადა, რომ მთვრალი ბაჩო ახალაია ხშირად შედიოდა ციხეებში და პატიმრებს პირადად სცემდა.
"სანდრო ბრეგაძემ, რომელიც არაერთხელაა შემჩნეული ჭორაობაში (ამის დამადასტურებელი პირადი მიმოწერა მაქვს შენახული) განაცხადა რომ თურმე ბაჩო ახალაია "მთვრალი" შედიოდა ციხეში და ცემდა პატიმრებს. სიტყვა "მთვრალი" იყო მიზანმიმართულად გამოყენებული მაშინ, როდესაც ჭორებს ავრცელებდნენ კანონიერი ქურდების დავალებით მათივე დაფინანსებული ჯიბის ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ანუ ნანა კაკაბაძეები და დანი და ძმანი მისნი. ამ ჭორების გავრცელებას ქონდა ერთადერთი მთავარი მიზანი - ბაჩო ახალაიას ჩამოშორება პენიტენციალური სისტემიდან და მათი ქურდული "პალაჟენიის" აღდგენა ციხეებში.
ამ ჭორების გავრცელება კი დაიწყეს მას შემდეგ, რაც ყველა სხვა ხერხი სცადეს - შესთავაზეს 300 ათასი დოლარი ყოველ თვე და ბაჩო არ უნდა გაკარებოდა ციხეს, დაემუქრნენ სიკვდილით არაერთხელ, მოუწყვეს თანამშრომლების გაფიცვები, ბუნტები და ა.შ. მაგრამ ვერ მოიშორეს... 26 წლის ბაჩო იდგა მედგრად და თავის და თავისი ოჯახის სიცოცხლის ფასად ბოლომდე იბრძოდა ამ საშინელი და დაუნდობელი ინსტიტუტის "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ!
არც ერთ იმ "ცრუ" მოწმესაც კი, ბედუკაძის თამადობით, რომლებიც სასამართლო პოცესებზე მოყავდა სუს-ის უფროსს დიმიტრი დარბაისელს პირადად, არ უთქვამთ რომ ბაჩო ახალაია როდესმე მთვრალი შესულა ციხეში (პირიქით, თვითონ მკაცრად აკონტროლებდა რომ რომელიმე თანამშრომელი ოდნავ ნასვამი არ გაკარებოდა ციხის პერიმეტრს).
სანდრო ბრეგაძე, მოგმართავთ თქვენ! დაანებეთ თავი ჭორაობას! კმარა!!! ამოვიდა ყელში თქვენი უაზრო ტლიკინი, და თუ რამე იცით პროკურატურას მიმართეთ, დიდი ზარ-ზეიმით და წითელი ხალიჩებით დაგხვდებიან, თქვენნაირებს სანთლით ეძებენ უკვე 4 წელია.
და კიდევ, სანდრო გიყურებდით დღეს ინგასთან და გული მერეოდა თქვენზე, როდესაც ძაან მართლმადიდებელს თამაშობდით, სიწმინდეებზე საუბრობდით, ოჯახის სიწმინდეზე მათ შორის და ამავე დროს ჭორაობდით და ჩემს სიწმინდეს - ჩემს ოჯახს შეურაცხყოფდით", - წერს ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქში".