სააკაშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე მეტად პროგრესული, განათლებული, მშრომელი და მოაზროვნე ადამიანები უჭერენ მხარს და მათზე გაბრაზება არასწორია. აქვე ის საშიშ ტენდენციაზე ამახვილებს ყურადღებას,რომელიც მისი თქმით, გარკვეული ჯგუფი ე.წ. "სვეტებად" ჩამოყალიბდა.
"მე არასდროს არ მიმიღია ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, ბევრჯერ შეუბრუნებიათ ჩემთვის სიტყვა, უჩხუბიათ, ხანდახან უსიამოვნო სიტყვებიც უთქვამთ და ეს ყველამ იცის, ვისთანაც მიმუშავია. მე არ მითქვამს არასდროს, რომ მე ვარ პარტია და ხუთი-ექვსი პირი რა
მიხეილ სააკაშვილი გადაცემა ,,არჩევანში" უკრაინაში მიმდინარე პროცესებსა და 2003 წლის საქართველოს შორის პარალელს ავლებს, მისი თქმით, მოვლენების განვითარება განაპირობებს იქნება თუ არა უკრაინაშიც რევოლუცია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არასწორი იყო პოზიცია, რომ "სააკაშვილი არავინ არ არის, ესენი (ენმ-ს მომხრეები, - რედ.) მაინც მოგვცემენ ხმას და მოდი, იმათ მოვუქონოთ თავი".
"არ ვიცი, რა ციფრებზე მელაპარაკებით, რადგან ეს ციფრები არ ასახავს რეალობას, ეს იყო ყველაზე დიდი აფიორა, რაც ჩატარებულა საქართველოს არჩევნებში ოდესმე", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.
განათლების მინისტრის თქმით, ის მომხრეა, რომ 12-წლიანი სწავლის შემდეგ მოსწავლე ცხოვრებისთვის იყოს მზად და არამხოლოდ მისაღები გამოცდებისთვის. სკოლებში არსებული პრობლემები, ეროვნული სასწავლო გეგმა და სამომავლოდ განსახორციელებელი განათლების რეფორმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან განიხილა.
პედაგოგთა შეფასების სქემაში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდა ბრუნდება, თუმცა, ბარიერი არ იქნება განსაზღვრული.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ზაზა ბიბილაშვილი "ქრონიკა+"-თან ინტერვიუში პერტიაში მიმდინარე პროცესებს ეხება. ის ერთერთი პირველი იყო, ვინც საჯაროდ განაცხადა, რომ ენმ-ს პოლიტსაბჭოს ბოლო განცხადებას, სადაც გამიჯვნა-დაგმობაზე იყო აქცენტი გადატანილი, ხელი არ მოაწერა და ასევე საჯაროდ, თავისი ეს პოზიცია დაასაბუთა კიდეც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნის ცემის ბრალდებით ძიძა დააკავა. ათი თვის ბავშვის ცემის გამო დაპატიმრებულია 60 წლის ქალბატონი, ცნობილია, რომ ის თბილისში ერთერთ ოჯახში ბავშვის მომვლელად თვენახევრის განმავლობაში მუშაობდა.
ხულოს რაიონის სოფელ ყინჩაურში 60- მდე ოჯახი შიშობს, რომ ხულოსა და შუახევში მშენებარე ჰესის ერთ-ერთი გვირაბი, რომელიც ამ სოფელზე გადის, სოფელს დამეწყვრის საფრთხე უქმნის.