ჰოლდინგ „აფხაზეთის ხმაში“ შემავალი რადიოები რადიოსადგურების რეიტინგის ახალ კვლევას არ ენდობიან

Image

მედიაჰოლდინგ „აფხაზეთის ხმის“ რადიოები: „აფხაზეთის ხმა“, „დარდიმანდი“ და „შანსონი“ ერთობლივად აცხადებენ, რომ უნდობლობას უცხადებენ „სილიკონ ველი თბილისისა“ და “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის” მიერ გამოქვეყნებულ რადიოკვლევებს.

მედიაჰოლდინგი "აფხაზეთის ხმა" უერთდება სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ მოთხოვნას, ანტიმონოპოლიური სამსახური და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია დაინტერესდეს ზემოთაღნიშნული კვლევების სანდოობითა და კომპეტენტურობით.

 

„აფხაზეთის ხმას“ მიაჩნია, რომ კვლევა არ ასახავს რეალობას და ტოვებს აღქმას, რომ ის ემსახურება კონკრეტული ჯგუფების ინტერესებს, რომლებიც მიმართავენ რადიო სარეკლამო ბაზარზე მანიპულირებას, რაც, საბოლოო ჯამში, არათანაბარ პირობებში აყენებს რადიობაზარზე მოთამაშე სხვა სუბიექტებს.

 

შეგახსენებთ, ახალ კვლევებს, რომლებიც „სილიკონ ველი თბილისმა“ და “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა” წარმოადგინა, უნდობლობა დღეს სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთმაც“ გამოუცხადა. რამაზ სამხარაძე, სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დამფუძნებელი, რომელიც ამავდროულად “საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის” თავმჯდომარეცაა, მოუწოდებს კვლევის ავტორებს, გამოაქვეყნონ კონკრეტული მეთოდოლოგია თუ რა პრინციპით ჩატარდა კვლევა და რატომ ლიდერობს ერთი კონკრეტული ჰოლდინგის სადგურები აღნიშნულ კვლევაში.

 

„მიგვაჩნია, რომ ამ კვლევის შედეგების გამოქვეყნება მიმართულია არამხოლოდ ჩვენს ჰოლდინგში შემავალი, რეიტინგული რადიოების, არამედ კიდევ ბევრი ისეთი რადიოსადგურის ინტერესების წინააღმდეგ, რომელთა პოპულარობა და რეიტინგულობა არაერთხელ დამტკიცებულა სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ კომპეტენტურად ჩატარებული კვლევებით, როცა კვლევის ობიექტურობაში ეჭვის შეტანა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო“, - ნათქვამია მედიაჰოლდინგ „აფხაზეთის ხმის“ რადიოების ერთობლივ განცხადებაში.

 

აქვე "აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ, მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში: "რომელ რადიოს უსმენთ?" - შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ბმულზე და ხმა მისცეთ თქვენთვის სასურველ რადიოსადგურს, ჩამოთვლილი რადიოებიდან. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !