-
2016-12-06 20:00
ის მომღერლები, ვინც თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ საახალწლო კონცერტზე შემსრულებლებს შორის ვერ მოხვდნენ, "საახალწლო შავი სიის" შესახებ საუბრობენ და აცხადებენ, რომ მომღერალთა შერჩევა არასამართლიანად ხდება.
მომღერალი ნინო ჩხეიძე დარწმუნებულია, რომ "შავი სია" ნამდვილად არსებობს, მაგრამ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ის ზედა ეშელონებში დგება: "ყველაფერში დამნაშავე შედარებით დაბალი რგოლები არიან, სადაც ცდილობენ, ზემდგომებს ასიამოვნონ და ამ სიების არსებობაც ამითაა გამოწვეული", - ამბობს ის "კურიერთან" საუბარში.
კახა ცისკარიძე ამბობს, რომ მისთვის პრობლემა არაა საახალწლო სიაში არმოხვედრა, რადგან სცენაზე დგომის 25 წლიანი სტაჟი აქვს და წესით, მერია თავად უნდა იყოს მასთან თანამშრომლობით.
სიის არსებობას და შერჩევის არასამართლიანობას გამორიცხავს მომღერალი სოფო ბედია, ხოლო მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საახალწლო კონცერტებში მონაწილე მომღერლების შერჩევასთან მერიას შეხება არ ჰქონია.