ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ბოლო სხდომაზე მიღებულ განცხადებასა და მასთან დაკავშირებულ კულუარულ დეტალებს აქვეყნებს ელისო კილაძე გაზეთ "ქრონიკა პლუსში" და წერს, რომ გეგმის მიხედვით, პოლიტსაბჭოს განცხადებაზე, უგულავასთან ერთად, ხელი ვანო მერაბიშვილსაც უნდა მოეწერა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გოკა გაბაშვილის შემოთავაზება უარყო და მკვეთრად გამოხატა, რომ სხვა პოზიცია აქვს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ახალი და გამოკვეთილი სახე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი და პარტიული სიის მესამე ნომერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ არჩევნების შედეგების ვიღაცისთვის გადაბრალება ან ერთი, ან მეორე მხრიდან, მისი აზრით, არაკეთილსინდისიერია.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი "ფეისბუქში" წერს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ენმ-სთვის ბევრად უარესი შედეგი დადგა, ვიდრე 2012 წლის არჩევნებიდან ოთხი წლის განმავლობაში იყო.
აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნები მსოფლიოს რამდენიმე დიდ ზოოპარკში შოუს საბაბად გამოიყენეს და პარკების ბინადრებს პრეზიდენტობის ორი კანდიდატიდან ერთ-ერთი აარჩევინეს.
ლარი 7 ნოემბრის სავალუტო აუქციონზე დოლართან მიმართებით 1.4 მეათედი თეთრით გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2 ლარი და 43 თეთრია. ევროსთან მიმართებით კი ლარი 1.7 თეთრით გაუფასურდა და ახალი კურსით ერთი ევრო 2.71 მეათედი ლარი შეადგინა.
საპარლამენტო თანამდებობები ქართულმა ოცნებამ უკვე გადაანაწილა. როგორც მოსალოდნელი იყო , პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდება. მის პირველ მოადგილედ თამარ ჩუგოშვილი დასახელდა , ვიცე სპიკერები იქნებიან ასევე გიორგი ვოლსკი და ზვიად ძიძიგური.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა (2004-2013), ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.
ოდესის ოლქის პოლიციის უფროსი გიორგი ლორთქიფანიძე დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგა, - ამის შესახებ უკრაინის ნაციონალური პოლიციის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც ცეზარ ჩოჩელის შტაბში ხუმრობენ, მცხეთური ღვეზელი გემრიელია, მაგრამ მცხეთური არჩევები ზოგიერთისთვის უფრო გემრიელი აღმოჩნდა: წეროვანში შეყვანილი სპეცრაზმი, ქუჩაში გამოსული ხალხი და უპრეცენდენტო მასშტაბით, გაუგონარი მეთოდებით გაყალბებული შედეგები მცხეთური 8 ოქტომბრისა და მეორე ტურის თანმდევი დეტალები გახლდათ.
მოსალოდნელი ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში . მმართველ გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანო 19 ნოემბრის სესიისთვის ემზადება. როგორ გადანაწილდება ადგილები მთავრობაში და რა ვერსიები ვრცელდება მედიაში - ტვ "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტი. ავტორი - დედიკა კალატოზი.