ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე მდებარე ორი გამშვები პუნქტის - ნაბაკევი–ხურჩა და მეორე ოტობაია–ორსანტია დახურვას ეხმაურება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი. აშშ შეშფოთებას გამოთქვამს და გმობს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ ეს ფაქტი კიდევ უფრო შეუზღუდავს ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებას.
ვიცე პრემიერი კახი კალაძე, რუსთავი2-თან დაკავშირებული მოვლენების გამო ხელისუფლებისადმი გაჟღერებულ კრიტიკას ეხმაურება. კალაძის თქმით, დაუჯერებელია , რომ ყველა მედიასაშუელაბა და ოპოზიცია, რომელიც მხარს უჭერს ტელეკომპანიას, ნაციონალურ მოძრაობას დაექვემდებარა.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია, სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან რუსთავი2-ის საქმეზე სწრაფ რეაგირებას მოულოდნელს უწოდებს და ეჭვობს, რომ რუსთავი 2-მა შესაძლოა, იმედის დარბევის კადრები გაგზავნა.
თურქული გამოცემა Hürriyet-ის ცნობით, თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის საქმეზე ანკარაში 33 წლის რუსეთის მოქალაქე ქალი დააკავეს.
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში არსებულ ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტზე დილიდან რიგებია.
საპატრიარქოს ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმეზე პატრიარქის მდივან რეფერენტი , შორენა თეთრუაშვილი დაიკითხა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინიდან ამოღებული იარაღი, ე.წ. ციანიდის საქმის მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის, - ამის შესახებ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” განაცხადა.
რუსთავი 2 საქმესთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრი განცხადებას ავრცელებს. კვირიკაშვილის ინიციატივით , ქვეყანაში უნდა შეიქმნას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია რუსთავი 2-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგით.
სტრასბურგის ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დეტალებზე საუბრისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, მორიგე მოსამართლემ მიიღო.