
შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, შსს- მ გამოძიება დაიწყო.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით , რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს თავს საცხოვრებელ სახლთან, თარხნიშვილის ქუჩაზე დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, თავდასხმაში ორი ნიღბიანი პირი მონაწილეობდა.