გელა ხვედელიძეს ყბა-სახის ძვლების მოტეხილობა აქვს

Image

გაზეთ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორმა ელისო კილაძემ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა შს მინისტრის ყოფილი მოადგილის გელა ხვედელიძის ფოტო. როგორც ფოტოდან ჩანს, გელა ხვედელიძე კლინიკაშია, სადაც მას გამოკვლევა უტარდება. შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს სხვადასხვა დაზიანება აქვს მიღებული, მათ შორის - თავშიც. 

 

შეგახსენებთ, გელა ხვედელიძეს საკუთარ სახლთან, თარხნიშვილის ქუჩაზე ორი ნიღბიანი მამაკაცი დაესხა თავს, როცა ის მეუღლესთან ერთად სახლიდან გამოვიდა და მანქანაში ჩაჯდომას აპირებდა. გელა ხვედელიძის მეუღლე ვარაუდობს, რომ თავდამსხმელები მას მანქანასთან ელოდებოდნენ. მისივე თქმით, ხვედელიძეს გაუფრთხილებლად დაესხნენ თავს, შემდეგ კი მიიმალნენ. 

 

მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

 

"ეს მაგარი ბიჭი ჩემი მეგობარი გელა ხვედელიძეა-გადარჩა, ძალიან მალე კარგად იქნება და ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის...", - წერს ელისო კილაძე "ფეისბუქზე", რომელმაც მანამდე დაწერა, რომ თავდასხმის თვითმხილველია. 

შეგახსენებთ, ელისო კილაძემ გუშინ გამოაქვეყნა ე.წ. "ბიოს" გაყიდვისსქემა საქართველოში, რომელიც, მისი თქმით, თავისმა წყარომ მიაწოდა. კილაძე "ბიოს" გაყიდვის მფარველებად "ერთერთი მინისტრის ძმასა" და სუს-ის უფროსის მოადგილეს სოსო გოგაშვილს ასახელებდა. ამ ფაქტის გასაჯაროვებას დილით უკვე გელა ხვედელიძეზე თავდასხმა მოჰყვა. ელისო კილაძემ "ქრონიკა პლუსის" ოფისში 15:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი დაანანონსა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?