პირველად თორდიამ მოიქნია ხელი და ფარცხალაძის თანმხლებ პირს, მიხეილ ჩოხელს მოარტყა- შს სამინისტრო თორდია -ფარცხალაძის საქმეზე გამოძიების შუალედურ დასკვნას აქვეყნებს.
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, აუდიტის სამსახურის უფროსის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატურად დავით ნარმანია განიხილება.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მერიის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან მასალები გამოითხოვა.
ახალგაზრდა ქართველი რაგბისტი, 24 წლის გუჯა სურგულაძე გარდაიცვალა. „ლელო სარასენსის“ მორაგბე, საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი გუჯა სურგულაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას, საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.
22 მაისის დილის 09:00 საათიდან 26 მაისის ჩათვლით, თავისუფლების მოედნის ნაწილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო გადაიკეტება.
ტელეკომპანია "ობიექტივის" ჟურნალისტი პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. გიორგი დარასელიას მტკიცებით, პატრულმა უფლებამოსილებას გადაამეტა, როდესაც ის ერთ-ერთ მოქალაქეს გამოესარჩლა. ჟურნალისტი დაკავების ამსახველ ფოტომასალას ავრცელებს.
სახელმწიფო აუდიტის შუალედური დასკვნა, რომელშიც ოთარ ფარცხალაძის ფინანსურ ინტერესებზეა საუბარი, დღეს გახდება ცნობილი.
,,ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი საარჩევნო პროგრამის მოსახლეობისთვის გაცნობის მიზნით შეხვედრებს თბილისიდან იწყებს.
ზუგდიდის საკრებულომ ქალაქ ზუგდიდის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას მხარი დაუჭირა.
9 ხმით 4-ის წინააღმდეგ, ქალაქ გორის საკრებულომ ქალაქის გაუქმებას მხარი დაუჭირა. გორი სათემო მუნიციპალიტეტთან გაერთიანდა.