ევროპარლამენტარი: მუხტარლი გაიტაცეს და, სავარაუდოდ, ეს ქართულმა უშიშროებამ გააკეთა

Image


აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე ევროპარლამენტი რეზოლუციას მოამზადებს, პროექტის ტექსტზე მუშაობა უკვე იწყება. ევროპარლამენტარების კომენტარებს "კურიერი" ავრცელებს.


„ელჩთან შეხვედრა კონფიდენციალური იყო. ზოგადად ასეთი შეხვედრების საუბრის შინაარსზე არ ვილაპარაკებ, თუმცა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საკითხი განვიხილეთ. პოლიტიკურმა ჯგუფებმა გადაწყვიტეს, რომ ეს თემა მომდევნო პლენარული სესიის დღის წესრიგში შეეტანათ. ახლა მიმდინარეობს რეზოლუციის ტექსტზე მუშაობა.


დოკუმენტის პროექტი ჯერ არ მინახავს, მაგრამ აუცილებლად გავეცნობი უახლოეს მომავალში. არამხოლოდ ჩვენ, არამედ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს: სოციალ-დემოკრატებს, ლიბერალებს და მწვანეებს აინტერესებთ რეალურად რა მოხდა,“ - განაცხადა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკკალისტერმა.
მუხთარლის საქმეს ეხმაურება ევროპარლამენტის დეპუტატი ანა გომეშიც და აცხადებს, რომ საკითხი საქართველოს უშიშროების სამსახურის სანდოობის მიმართ კითხვებს ბადებს.


„ევროპარლამენტისთვის ეს სერიოზული შეშფოთების საგანია. დავიწყეთ რეზოლუციის მომზადება და დებატების ჩატარება. რადგან საქმე ეხება ჟურნალისტს აფგან მუხთარლის, რომელიც საქართველოში გაიტაცეს და სავარაუდოდ, ეს გააკეთეს ქართული უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა.


ეს მთავრობის მოთხოვნაც კი არ ყოფილა, რაც ისედაც სრულიად უკანონო და მიუღებელი იქნებოდა, უფრო მეტიც, გააკეთეს საქართველოს, ან აზერბაიჯანის მოქალაქის პირადი ინიციატივით. ეს უამრავ კითხვას ბადებს საქართველოს უშიშროების სამსახურის სანდოობის მიმართ.
საუკეთესო გამოსავალია გამჭვირვალედ დადგინდეს რეალურად რა მოხდა, საქართველომ უნდა მოსთხოვოს აზერბაიჯანის ხელისუფლებას ამ ადამიანის დაბრუნება, რომ გარანტირებული იყოს მისი უსაფრთხოება და რა თქმა უნდა გამტაცებლებიც უნდა დაისაჯონ,"-აცხადებს ანა გომეში.
ევროპარამენტში იმყოფებოდა საქართველოს ელჩი ნატალი საბანაძე, რომელმაც პირისპირ შეხვედრა გამართა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !