IDFI :ლუჟკოვის საქართველოში შემოსვლით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი უხეშად დაირღვა

Image


ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ 363 შემთხვევაში დაირღვა. ამის შესახებ ინფორმაცია, IDFI ახალ კვლევას აქვეყნებს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს ეხება.

არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის, საქართველოში ვიზიტიც მოხვდა. IDFI-ის შეფასებით,  ლუჟკოვის საქართველოში შემოსვლით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი უხეშად დაირღვა.


"იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტის შემდეგ, IDFI-იმ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნით.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2009-2016 წლებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სულ 363 შემთხვევაში დაირღვა. ამასთან, სტატისტიკა მიანიშნებს, რომ დარღვევების რაოდენობა მცირდება, 2009 წელს 78 შემთხვევა იყო, ხოლო 2016 წელს მხოლოდ 19. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, სამინისტროს მიერ 8 წლის განმავლობაში რეგისტრირებულია მხოლოდ ოთხი დანაშაული.


2008 წლის აგვისტოს ომის და რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, საქართველომ მიიღო კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რითიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილება და ეკონომიკური საქმიანობა. კანონის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით. სამწუხაროდ, სამინისტრომ IDFI-ის არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი პირი იქნა დაკავებული ან რამდენ პირს აეკრძალა ქვეყანაში შემოსვლა კანონის დარღვევის გამო 2009-2016 წლებში. სამინისტრო ასევე უარს ამბობს, გაასაჯაროოს კანონის დამრღვევ უცხოელ თანამდებობის პირთა ე.წ. შავი სია, მათი სიაში შეყვანის თარიღის მითითებით. ეს კი შეუძლებელს ხდის კონკრეტული ინფორმაციის გადამოწმებას და იმის თქმას, სრულდება თუ არა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი - ნათქვამია კვლევაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !