
ავსტრიაში, კერძოდ ვენაში გამართულ "coldplay-ს" კონცერტზე, ქართველმა ბიჭმა შეყვარებულს ხელი სთხოვა. ვიდეოკადრებს "droni.ge" ავრცელებს.
ანი და გუკა თბილისში ცხოვრობენ. ისინი სამი წელი იყვნენ შეყვარებულები. ვენაში ბიჭმა შეყვარებულს სიურპრიზი გაუკეთა.
შეგახსენებთ, რომ "coldplay-ს" ტურნე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში აქვს, გუშინ კი ჯგუფი ვენას სტუმრობდა.