მოძრაობა "ძალა ერთობაშია", რომელიც ჯომარდობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის დავით ქაცარავას ინიციატივით დაარსდა, შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლის გასწვრივ 25 ივლისიდან მოხალისეთა მონიტორინგს იწყებს.
პანიკა ზუგდიდის სავაჭრო ცენტრში ,,ალიანსი’’ - მოვაჭრეებმა ანონიმისგან გაფრთხილება მიიღეს და თითქმის ერთი კვირაა ხანძრის მოლოდინში არიან.
გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის გამგებელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი2" ავრცელებს.
სოფელ ბერშუეთთან ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ზაზა ბერიანიძე და ლევან ტურაშვილი ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს.
მაშველებმა მდინარე თერგში ისრაელის 18 წლის მოქალაქე იპოვეს. საქართველოში სამოგზაუროდ მყოფი იონათან ადლერი ხიდზე სელფს იღებდა, მას ფეხი დაუცურდა და მდინარე თერგში ჩავარდა.
ჟურნალისტ ელისო კილაძის ვაჟი დავით ხარშილაძე წერს, რომ მართალია, ისევ "კუდში დაჰყვებიან", მაგრამ 37.000-მა პოლიცეილმა იცის, რომ მას არაფერი ჰქონია და ნარკოტიკი ჩაუდეს. დავით ხარშილაძე წერს, რომ ყველა წესიერი პოლიციელი მისი მეგობარია.
მაია ორჯონიკიძე "ფეისბუქზე" პატრულ-პოლიციელის ფოტოს და მასთან დაკავშირებულ ისტორიას აქვეყნებს, სადაც ჰყვება, როგორ უვლის პოლიციელი ორი თვის წინ ნაპოვნ ყვავის ბახალას, რომელიც ტრავმირებული იყო.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალთან ყველაზე ახლოს მდგარი, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის გასწვრივ რუსმა ოკუპანტებმა ხნულები გაავლეს და ბაქო-სუფსის ნავთობსადენის კიდევ ერთი მონაკვეთი თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ფარგლებში მოაქციეს.
ეკა ხერხეულიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კორცხელის მოვლენების მონაწილე სპორტსმენებისა და ბერა ივანიშვილის ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.
"ქართული მარში" 23 ივლისს აღმაშენებლის გამზირზე დაგეგმილი ფაშიზმის საწინააღმდეგო აქციის კონტრაქციას მის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გეგმავს. ამის თაობაზე "მარშის" ორგანიზატორები "ფეისბუქზე" წერენ.