საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ, შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე, შესაძლოა, 25 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფმა მცოცავი ანექსიის პრევენციის მიზნით, პატრულირება დაიწყოს. პატრულირების დაწყებას საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დავით ქაცარავა აანონსებს.
ჟურნალისტი, გაზეთ "ქრონიკა პლუსის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილშია, თუმცა, "ქართული ოცნება" აღარ აინტერესებს.
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ექსტრადირების საკითხის განხილვაში, ვისაც უნდა ეხებოდეს ეს, პრეზიდენტი არ ერევა.
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელის მეუღლე ვახო თურნავა "ქართველთა მარშის" ორგანიზატორთა და მხარდამჭერთა ნაწილის მხრიდან თათია დოლიძის მიმართ შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ კომენტარებს ეხმაურება.
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე მის წინააღმდეგ "ფეისბუქზე" ახალი ნეგატიური კამპანიის აგორებას ეხმიანება, რომელიც მის მიერ ცხინვალელ ჟურნალისტთან თემურ ცხურბათთან გადაღებულმა ფოტომ გამოიწვია.
არის რამდენიმე ათეული შემთხვევა აეროპორტიდან საქართველოს მოქალაქეების უკან გაბრუნების შესაბამისი საბუთების არქონის გამო, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილმა განაცხადა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, გიორგი ფუტკარაძემ თანამდებობა დატოვა.
რეგულირების სააგენტოს კომისიამ კლინიკა „თერჯოლამედში“ გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის საქმის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოში ვიზიტის ბოლო დღეს უკრაინის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა. პეტრო პოროშენკო, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად, ოკუპირებულ ახალგორთან, სოფელ ოძისში ჩავიდა.
ცნობილი ქართველი მსახიობი და მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 79 წლის გახდა. მსახიობი მუდმივად ეხმიანება საქართველოსთვის სახელმწიფოებრიობისთვის მნიშვნელოვან პროცესებს, ცნობილია მისი დამოკიდებულება ასევე ვლადიმირ პუტინის რეჟიმის მიმართ.