"ფეისბუქზე" წაღვერში, მთის ფერდობზე, ხანძრის პირველი, მცირე კერის ამსახველი ვიდეო ვრცელდება, რომელიც, აღწერილობის მიხედვით, 20 აგვისტოს ბავშვებმა გადაიღეს და 112-ს შეატყობინეს.
გორელი გენო პეტრიაშვილი, რომელიც პარიზში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობდა, ოქროს მედალოსანი და ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.
მხოლოდ აგვისტოში საქართველოში, სხვადასხვა დასახლებულ თუ დაუსახლებელ პუნქტში 20-ზე მეტი დიდი ხანძრის კერა გაჩნდა. ამ შემთხვევაში ეს სტატისტიკა მხოლოდ ეკოლოგიურ ფართობზე გაჩაღებულ ხანძრებს გულისხმობს და მასში არ შედის ბაზრობებზე და სხვა სავაჭრო თუ საცხოვრებელ ობიექტებზე გაჩენილი ხანძრები.
იმის მიუხედავად, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად მოხალისეების მასობრივი ჩართვა საჭირო არ გამხდარა, ცალკეულ შემთხვევებში მოხალისეებმა მაინც მოახერხეს მონაწილეობის მიღება სამაშველო საქმიანობაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ უარი თქვა იმ ქართველი პოლიტიკოსების მოსაზრებების კომენტირებაზე, რომლებიც საქართველოში გაჩენილ ხანძრებში რუსეთის კვალს ხედავენ.
სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, არცევში "ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების" გავლება დასრულებულია და 1-დან 30 სექტემბრამდე ორჭოსანსა და წინაგარაშიც დასრულდება.
ბიძინა ივანიშვილის შესასყიდი და გადასატანი ხეების დასათვალიერებლად დღეს ქობულეთში, გელაურის დასახლებაში იმყოფებოდა. ინფორმაციას და ფოტოს "ბათუმელები" ავრცელებს.
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ბაჩო და დათა ახალაიების დედა, ქალბატონი ნანი გაბედავა გარდაიცვალა. მას სამშაბათს, თბილისში დაკრძალავენ. ბაჩო ახალაიას ე.წ. მატროსოვის ციხეში დედის გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებმა 18 აგვისტოს შეატყობინეს.