
„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
სხდომის მიმდინარეობისას ენმ-ს დეპუტატი თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე ავიდა. საპარლამენტო ოპოზიცია კონსტიტუციის არსებულ რედაქციას აპროტესტებს ,მათი განცხადებით, კონსტიტუცია უმრავლესობის ინტერესებს არის მორგებული და ის ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლის საშუალებას არ იძლევა.
წყარო:პირველი არხი