
პარლამენტის თავმჯოდმარე არ გამორიცხავს, რომ მმართველმა გუნდმა ვეტო არ დაძლიოს და პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გაიზიაროს. კერძოდ, ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილს სთავაზობს, რომ ვეტო ბონუსისა და ერთჯერადად ბლოკების შესაძლებლობის დატოვების საკითხებთან დაკავშირებით გამოიყენოს.
"ეს არის ჩვენი შეთავაზება, რომ ამ ორი ნაწილის მიმართ გამოიყენოს პრეზიდენტმა ვეტოს უფლება. იმედი მაქვს, პრეზიდენტი ამ შემთხვევაში გამოავლენს კონსტრუქციულ პოზიციას და სწორედ ასეთი ფორმით გამოიყენებს ვეტოს უფლებას. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას",- განაცხადა კობახიძემ.