,,თქვენ იღებთ ამ კონსტიტუციას ისე, რომ არც ერთი პოლიტიკური მოკავშირე არ გყავთ"-ენმ-ს პროტესტი სასესიო დარბაზში(ვიდეო)

Image

ენმ-ს ერთ- ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, კონსტიტუცია, რომელსაც დღეს უმრავლესობა მიიღებს არის ერთპარტიული და დიქტატორული.

 

მისი თქმით, მას არ შურს "ოცნების" არც ერთი წევრის, რადგან მისი თქმით, ის დანამდვილებით ხედავს მათ მომავალს, როგორ ეცდებიან ისინი მომდევნო ხელისუფლებასთან "მიტმასნებას". მელიას თქმით, დღევანდელი დღე ხელისუფლებას ბუმერანგივით მოუტრიალდება

 

"ამ საკონსტიტუციო პროცესით დაადასტურეთ, რომ ხართ მარტო, არც ერთი მოკავშირე არ გყავთ და რაც არ უნდა ილაოპარაკოს ქალბატონმა ეკა ბესელიამ, რომ აქაც არ არის ჩემი ტანი და თავიო, თქვენი თავი და ტანია ქალბატონო ეკა. თქვენ იღებთ ამ კონსტიტუციას ისე, რომ არც ერთი პოლიტიკური მოკავშირე არ გყავთ" განაცხადა მელიამ. მისიევ თქმით, ის, რომ ბესელიამ და ენძელა მაჭავარიანმა მიაღწიეს შეთანხმებას ამ კონსტიტუციაზე , ის, რომ კობიაშვილი და კალაძე შეთანხმდნენე , ის რომ ვოლსკი და ქანთარიაც შეთანხმდნენ, არის თანხმობა, მაგრამ მხოლოდ ოცნების შიგნით.

 

"ის რომ თქვენ დღეს აქ ბევრნი ხართ, ამან შეცდომაში შეგიყვანათ. ნუ გგონიათ, რომ დარბაზის მიღმა უმრავლესობაში ხართ. ძალიან ცუდად დაგიჯდებათ, ძალიან ცუდად მოგიტრიალდებათ დღევანდელი დღე იმიტომ, რომ რაც არ უნდა გულზე მჯიღი იცეთ, ბატონი ოქრიაშვილი, რომელიც იჯდა და ხელს ყველაფერზე წევდა ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან და დღეს თქვენ გყავთ და ასევე ყველფერზე ხელს წევს, დიახ, პირველი იქნება ვინც გიღალატებთ. ბატონო ოქრიაშვილი მუთაქებით მოტანილი ადამიანი უმრავლესობაში გიზით" განაცხადა მელიამ, რომელსაც სხდომის წამყვანმა კოლეგებისთვის შეურაცხყოფის მიყენების მოტივით, მიკროფონი გამოურთო.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?