
შარტავას ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცი იპოვეს. მამაკაცი საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი და ის მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.
მამაკაცი შს სამინისტროს თანამშრომელია, რასაც უწყებაში ადასტურებენ. სავარაუდოდ, მან სუიციდი სცადა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.