ხაინდრავას საზოგადოებრივი მაუწყებელი სერიალის გადასაღებად 484 000 ლარს გადაუხდის

Image

გოგა ხაინდრავას კომპანიამ დეტექტიური ჟანრის სერიალის გადაღებაზე ტენდერი. შპს “ლე ხაინდრაო პროდაქშენა” საზოგადოებრივი მაუწყებელი 484 000 ლარს გადაუხდის. მაუწყებელი ამ თანხას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2017-18 წლის სახსრებიდან გადაიხდის. ინფორმაციას ამის შესახებ "ნეტგაზეთი" ავრცელებს.

 

 

"მაუწყებლის მიერ გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება 531 848 ლარი იყო. ხაინდარავას კომპანიამ 484 000 ლარი დააფიქსირა და მოიგო. ტენდერში მონაწილე მეორე კომპანიის“კავკასიის კინო სერვისის” შთავაზება 531`848 ლარი იყო.

 

სატენდერო პრობების მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ თორმეტი სერიის სცენარის მიხედვით “უნდა უზრუნველყოს მხატვრულის სერიალის წარმოება და ტექნიკური უზრუნველყოფა ტექნიკური დავალების გათვალისწინებით”.

„ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე“ ამ სახელწოდების დეტექტიური სერიალის სცენარი უკვე მზად აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს. სცენარები თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას. სერიალი სულ 12 ეპიზოდისგან შედგება.

 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სატენდერო კომისიის აპარატში “ნეტგაზეთს” აგვისტოში უთხრეს, რომ სცენარებზე ტენდერი არ გამოცხადებულა და ის თავად მაუწყებელში მომზადდა. მაშინ სცენარის ხარჯები „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ადმინისტრაციამ არ გაგვიმხილა. გვითხრეს, რომ ეს საჯარო ინფორმაციაა, რომელიც წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

 

გიორგი ხაინდრავა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის იმ კომპანიის დორექტორიცაა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება, ორი სხვადასხვა ტენდერის გზით 372 011 ლარს უხდის."ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

წყარო netgazeti.ge

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?