"აფხაზეთის ხმის" გუნდი სტრიტბოლში ჩატარებული მედიატურნირის გარდამავალი თასის მფლობელი ზედიზედ მესამედ გახდა. ფინალში მან "რუსთავი-2-ის" გუნდი დაამარცხა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მისმა მომხრეებმა უკრაინაში შეგინის სასაზღვრო პუნქტიდან გადაიყვანეს, ლვოვში პოლიტიკოსებთან ერთად ჩავიდა.
"საზღვრის უკანონო გადაკვეთა. პირთა ჯგუფთან ერთად მესაზღვრეებზე თავდასხმა მათი მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს", - ასეა კვალიფიცირებული უკრაინულ საიტ "მიროტვორეცზე" მიხეილ სააკაშვილის მონაცემები.
უკრაინა-პოლონეთის საზღვრის შეგინის გამშვებ პუნქტთან მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მიერ კორდონების გარღვევის ამსახველ ერთერთ ვიდეოში ჩანს, რომ სააკაშვილის ერთერთმა მხარდამჭერმა ორი სპეცრაზმელი სააკაშვილს ჩამოაშორა, რითაც სხვა აქტივისტებს ცოცხალი ჯაჭვის გარღვევის საშუალება მისცა.
პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე, შეგინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან, უკრაინის მხარეს მყოფმა სააკაშვილის მომხრეებმა კორდონი გაარღვიეს და ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადავიდნენ, საიდანაც სააკაშვილი, ასევე კორდონების გარღვევით, უკრაინის ტერიტორიაზე შეიყვანეს.
გენერალ-მაიორს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის რადის დეპუტატებს აცნობა, რომ სასაზღვრო პუნქტი დანაღმულია, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა "ქონიანი გენერალი" უწოდა და კორდონში მდგარ მესაზღვრეებს მოუწოდა, არ დაემორჩილონ მის ბრძანებებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვიდეოზარის მეშვეობით მიმართა შეგინის უკრაინის მხარეს შეკრებილ მხარდამჭერებს. მის მიმართვას ოვაციები მოჰყვა.
მიხეილ სააკაშვილი დეპუტატებთან ერთად შეგინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან, უკრაინის მხარეს, ნეიტრალურ ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა, ქვეითთა სარგებლობისთვის განკუთვნილი გასასვლელი, ისევე, როგორც სამანქანო, უკრაინის მხრიდან ჩაკეტილია.
მიხეილ სააკაშვილმა დაგეგმილი მარშრუტი კიდევ ერთხელ შეცვალა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საზღვრისკენ ის პოლიტიკოსებთან ერთად ავტობუსით დაიძრა მას შემდეგ, რაც მატარებლით გამგზავრება ვერ შეძლო, ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის საზღვრის გადაკვეთას არა "კრაკოვეციდან", არამედ "შეგინიდან" შეეცდება.
"მე პოროშენკოს ვერ მივართმევ ისეთ საჩუქარს, რომ პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე არ მივიდე. მთელი პასუხისმგებლობა მას ეკისრება", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პერემიშლის რკინიგზის სადგურზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.