დედაქალაქის მასშტაბით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვის პროცესი გრძელდება. ამჯერად, დიდ დიღომში, ი. პეტრიწის, პეტრე იბერის, ფარნავაზ მეფისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩები მოირეცხა.
შშს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 178 ფაქტი გამოავლინა
სპეცრეისით დღეს ბერლინიდან ფეხმძიმე ქალებს, მცირეწლოვნებსა და ქრონიკული დაავადების მქონე რამდენიმე მოქალაქეს ჩამოიყვანენ.
ჯოლიმ და პიტმა ერთობლივ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც მათი შვილები ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში ისწავლიან. ცნობილია, რომ წყვლის უფროსი ვაჟი მედოკსი 18 წლისაა და ის უნივერსიტეტში სწავლობს. ამდენად, გადაწვეტილება ეხება 15 წლის ზაჰარას, 13 წლის შაილოს და 11 წლის ვივიენსა და ნოკსს.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას - მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. ამ დღეს ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ბზობა თორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.
ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში მკაცრი კარანტინი წესდება-ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსისგან 63 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4929 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 405 მოქალაქე რჩება.
ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა ზომიერი და კონტროლირებადია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
თბილისის მერმა აღდგომა კათოლიკურ, სომხურ სამოციქულო და ევანგელურ-ლუთერანულ ეკლესიებს მიულოცა.ამის
შესახებ კახა კალაძემ თავის ოფიციალურ twitter გვერდზე დაწერა.
საქართველოში კორონავირუსი 252 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 60 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.