
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქართველ ხალხს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
მინისტრი საზოგადოებას ჯანმრთელობას უსურვებს და სახლში დარჩენისაკენ მოუწოდებს.
“ყველას გილოცავთ აღდომის ბრწყინვალე დღესასწაულს. გისურვებთ ულევ ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას. გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას და გაუფრთხილდით თქვენი ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას, დარჩით სახლში“.- განაცხადა ნათია თურნავამ.