EMC საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ყველა ზომა მიიღოს დათა ვანიშვილის ოჯახის წევრების გათავისუფლების მიზნით

Image

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ხურვალეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მოლაპარაკებების ის ფორმატი, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს საოკუპაციო რეჟიმებთან და რუსეთის ფედერაციასთან, საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით, არ არის ეფექტიანი.

EMC მოუწოდებს ხელისუფლებას, გააძლიეროს საერთაშორისო პოლიტიკური და დიპლომატიური მექანიზმები რუსეთის ფედერაციის მხრიდან მსგავსი ქმედებების აღსაკვეთად, მათ შორის, მიიღოს ყველა გონივრული ზომა დათა ვანიშვილის ოჯახის წევრების დროული გათავისუფლების მიზნით

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების აღმართვას, ასევე სოფელი ხურვალეთის მკვიდრის, დათა ვანიშვილის ოჯახის წევრების უკანონო დაკავების ფაქტს. პანდემიის გავრცელების პირობებში, მაშინ როცა ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში კრიტიკული რისკების წინაშე დგას, რუსეთი და დე ფაქტო რეჟიმი აგრძელებს ე.წ. მცოცავ ოკუპაციას. მიმდინარე წლის 17 აპრილს, სოფელ ტახტისძირში მცხოვრები მოსახლეობა მთელი დღის მანძილზე აკვირდებოდა როგორ აღმართეს საოკუპაციო ძალებმა მათ კუთვნილ მიწაზე ე.წ. სასაზღვრო ბანერები და ღობეები.

სოფელ დირბის და ტახტისძირის მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ დე ფაქტო საზღვრის გადმოწევა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს, მათი სახნავ-სათესი მიწები, ხეხილის ბაღები ამ ღობეების მიღმა დარჩა. დაკარგული ათობით ჰექტარი ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვან საარსებო წყაროს წარმოადგენდა, თუმცა მათი განცხადებით, ხელისუფლებას რეაგირება მხოლოდ მას შემდეგ ჰქონდა, როდესაც ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.

შემაშფოთებელია ასევე ხურვალეთის მკვიდრის, 87 წლის დათა ვანიშვილის ოჯახში მომხდარი ფაქტიც, როცა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, საოკუპაციო ძალებმა მისი ოჯახის ორი წევრი დააკავეს. აშკარაა, რომ ის მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს საოკუპაციო რეჟიმებთან და რუსეთის ფედერაციასთან, საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით, არ არის ეფექტიანი. ისინი დღეს სრულად ვერ პასუხობს იმ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე დგას დე ფაქტო საზღვრის მიმდებარედ, ორივე მხარეს. სწორედ ამიტომ, EMC კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო აქტორებმა უნდა გადახედონ არსებულ ფორმატებს და შეიმუშაონ ახალი პოლიტიკური და სამართლებრივი სტრატეგიები ამ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის, ჰუმანიტარული კრიზისის მართვისა და კონფლიქტების რეგულირების მიზნით.

ასევე, EMC მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გააძლიეროს საერთაშორისო პოლიტიკური და დიპლომატიური მექანიზმები რუსეთის ფედერაციის მხრიდან მსგავსი ქმედებების აღსაკვეთად, მათ შორის, მიიღოს ყველა გონივრული ზომა დათა ვანიშვილის ოჯახის წევრების დროული გათავისუფლების მიზნით; ეფექტიანად და უფრო აქტიურად გამოიყენოს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები ოკუპაციის რეჟიმის პირობებში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით; მიიღოს დროული პოზიტიური ნაბიჯები, საოკუპაციო ხაზს მიმდებარედ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის გასაძლიერებლად”, - ნათქვამია განცხადებაში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !