მიხეილ სააკაშვილი - საკმარისია შეხედო ფინანსთა მინისტრს და მიხვდე, რომ მაქსიმუმ „ნახალოვკის“ ბირჟაზე დაელაპარაკოს ვინმე - თქვენთვის კი სესიაშვილო, დიახ, კაპიკის მომტანი არ ვარ

Image

ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩემი შეთავაზებისგან არაფერი არ გამოვა, ეს ყველაფერი ტყუილია და თვითონ 3 მილიარდი ლარი მისცეს ხალხს. არანაირი 3 მილიარდი ლარი არ არსებობს, ბიუჯეტის ერთი ნაწილიდან მეორეში გადაიტანეს, მაგრამ მათ ფიზიკურად არ აქვთ ეს ფული, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის ინიციატივაზე ფინანსთა მინისტრისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

 

მისივე თქმით, როცა ხელისუფლებაში იყო 5 მილიარდი დოლარი, იმ პირობებში როდესაც მსოფლიოში დიდი კრიზისი იყო, მაინც წამოიღეს და საქართველოს ეკონომიკა 2008-2009 წელში რეალურად გადაარჩინეს.

„ამათ დავუტოვეთ რამდენიმე მილიარდი ლარი თავისუფალი სახსრები 2012 წელს და ეს ყველაფერი შეჭამეს. ასევე მინდა ვუთხრა ირაკლი სესიაშვილს, რომელიც ამბობს სააკაშვილი კაპიკის მომტანი არ არისო. დიახ, ბატონო სესიაშვილო, თქვენთვის მე კაპიკის მომტანი ნამდვილად არ ვარ, უფრო მეტიც, რაც წაიღეთ იმასაც მოგატანინებთ უკან თქვენ და თქვენისთანებს. მაგრამ, ქართველი ხალხისთვის მომტანი ვარ მრავალი მილიარდის და შემიძლია ეს ახლაც გავაკეთო, როდესაც ქვეყნის გარეთ ვიმყოფები. ბევრად მეტი ავტორიტეტი შემრჩა, ვიდრე თქვენ ყველას ერთად აღებულს,“ - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მისი მხრიდან უცხოური ინვესტიციების მოძიება მმართველი გუნდის ინტერესებშიც შედის და ეს საკითხი თითოეულ ქართველის, ჩვენი ქვეყნის ფიზიკურ გადარჩენას ეხება.

„საკმარისია შეხედო ფინანსთა მინისტრს და მიხვდე, რომ მაქსიმუმ „ნახალოვკის“ რომელიმე ბირჟაზე დაელაპარაკოს ვინმე, მსოფლიოს ინსტიტუტებში ასეთ ხალხს არავინ არ დაელაპარაკება. თქვენივე ინტერესებშია, რომ მომცეთ საშუალება საქართველოსთვის გამოვაწვდენინო დახმარების ხელი ჩვენ მეგობრებს. ეს ეხება თითოეულ ქართველს და ჩვენი ქვეყნის ფიზიკურ გადარჩენას, ზუსტად ვიცი რა მოხდება თუ არ იქნება ძალიან მასშტაბური უცხოური ფულის შემოდინება,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოთქმულ ინიციატივას გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, „სააკაშვილის გადამკიდე შეიძლება ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ,“ ამიტომ ამ საკითხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას ასევე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. მისი აზრით, „მიხეილ სააკაშვილი რომ არც ერთი თეთრის მომტანი არ არის, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის“ და მისი საქართველოს სახელით მოქმედება ჩვენი ქვეყნისთვის იმიჯის შემლახავია.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !