მკვლელობით დასრულდა ჯგუფური ჩხუბი ნუცუბიძის პლატოს მე-3 მიკრორაიონში, რომელსაც 17 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რეფორმატორთა კლუბის ხელმძღვანელი დიმიტრი შაშკინი "პრაიმტაიმის" პრეს-კლუბში სტუმრობისას რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანზე შესაძლო ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს, რომელიც საქართველოზეც აისახოს.
დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ „გირგვლიანის საქმის“ ჩიხში შესვლის გამო დათა ახალაიასთვის ახალი ბრალის წაყენებას ცრუ მოწმეებით ცდილობენ.
„გიგი უგულავა ევროპაში გაემგზავრა, სადაც ის სხვადასხვა ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს“, - ამის შესახებ გიგი უგულავას „ფეისბუქის“ გვერდზეა აღნიშნული.
საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დროს თურქეთის პრეზიდენტმა ქართველი კოლეგის თანდასწრებით უსურვა ცნობილ ფეხბურთელს ზურაბ ხიზანიშვილს პრეზიდენტობა.
დავოსში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმს ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი აფასებს. იგი საქართველოში ბიზნესის განვითარების კუთხით მიმდინარე პროცესებსაც შეეხო და რიყის გასხვისების თემაზეც გააკეთა კომენტარი.
24 იანვარს ხობის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, სავედრებელ-სადიდებელი პარაკლისი აღავლინა.
საქართველომ რუსეთს გადასცა 63 წლის ალექსანდრე ლავროვი - მხატვრული ტანვარჯიშის მწვრთნელი, რომელიც 12 წლის მოწაფე გოგონებთან გარყვნილი ქმედებების გამო რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული.
უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ ევრომაიდანზე დაბრუნებული ლიდერების მიმართვის შემდეგ ევრომაიდნის საზღვრები გაფართოვდა, ხოლო კრეშატნიკის ქუჩაზე დემონსტრანტებმა ერთერთი სახელმწიფო შენობა დაიკავეს – ონლაინრეპორტაჟი კიევის ცენტრიდან.
პრეზიდენტ იანუკოვიჩთან შეხვედრიდან დაბრუნებული ევრომაიდნის ლიდერების გამოსვლას მოლაპარაკების გაგრძელების აუცილებლობის შესახებ, ევრომაიდნის ნაწილი სტვენით შეხვდა.