Financial Times წერს, რომ სწორედ უკრაინაში განვითარებული მოვლენები და მასში რუსეთის არცთუ დადებითი როლია იმის მიზეზი, რომ ევროკავშირი–რუსეთის სამიტის პროგრამა შეიკვეცა, ხოლო ვახშამი იქედან საერთოდ ამოიღეს.
გამოცემა საკუთარ წყაროს ეყრდნობა, რომელიც ინკოგნიტო ევროპელი დიპლომატია და მასზე დაყრდნობით წერს, რომ ამ ნაბიჯით ევროკავშირმა რუსეთს გააგებინა, რომ ყველაზე მთავარია ადამიანის უფლებები და სუვერენული ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩაურევლობაა.