-
2014-01-28 02:35
საქართველოს საპატრიარქო დადებით მოვლენად მიიჩნევს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მართლმადიდებლობის გარდა, სხვა რელიგიური მიმართულებების დაფინანსების შესახებ.
ამის თაობაზე ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში:
„მთავრობის დადგენილებას ,,საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე, საქართველოს საპატრიარქო დადებით მოვლენად მიიჩნევს.
საბჭოთა რეჟიმმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა სხვა რელიგიებიც დააზარალა და მთავრობის ეს ნაბიჯი სამართლიანობის აღდგენის გამოხატულებაა“, – აღნიშნულია განცხადების ტექსტში.