-
2014-01-28 11:21
გაზეთი „ალია“ აქვეყნებს სტატიას, სადაც ავტორი მკითხველების მხრიდან მიღებული შეტყობინებების საფუძველზე წერს, რომ გიორგი საბანაძეს, რომელი „მოქალაქის“ აღმასრულებელი დირექტორია, ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრად მიაჩნია.
სტატიაში, რომელიც დღევანდელ „ალიაშია“ გამოქვეყნებული, საუბარია ასევე რომან ჩხენკელის შესახებ, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ბანკ „ქართუს“ გაკოტრების საქმეს ხელმძღვანელობდა, ახლა კი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველია და ახლადშექმნილ უსაფრთხოების საბჭოშიც შედის (ეს ფაქტი „აფხაზეთის ხმამ“ ბევრად ადრე გაახმიანა ამ სტატიით).
სტატიის სათაურია „რა სკანდალი მწიფდება ღარიბაშვილის გარშემო?იცის ღარიბაშვილმა თანაშემწედ ვინ "შეუგზავნეს?", სადაც ავტორი წერს:
ჩემს ტელეფონზე არ წყდება აღშფოთებული მოქალაქეების ზარი. აი, რასაც აცხადებენ და როგორ ახასიათებენ ისინი საბანაძეს: "საბანაძე არის გაქანებული "მიშისტი", თუმცა არა აგრესიული, ის არის გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილის იდეების მიმდევარი, ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერი. ამას წინათ საერთო მეგობრის წვეულებაზე დაგმო და გააკრიტიკა ხელისუფლება და დაიცვა ივანე მერაბიშვილი, რომელზეც თქვა, რომ ის ამ ხელისუფლების პოლიტიკური პატიმარია და სულ ტყუილად ზის ციხეში, ივანიშვილის პირადი პატიმარია, ხომ ხედავთ, ბრალს ვერ უმტკიცებენო".