რუსი მომღერლები ყირიმში 93%–იან მაჩვენებელს დილამდე იზეიმებენ, უკრაინელი სამხედროები კი პროვოკაციას ელიან

წინასწარი მონაცემების მიხედვით, ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეთა 93%–მა ნახევარკუნძულის რუსეთთან შეერთებას დაუჭირა მხარი, ხოლო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მომხრე სულ 7% აღმოჩნდა.

>>>

არჩილ ხაბაძის სიმამრი ბათუმის ბულვარში რესტორანს აშენებს

Benewsbatumi.com აქვეყნებს ინფორმაციას, რომ არჩილ ხაბაძის სიმამრი მერაბ სირაბიძე ბათუმის ბულვარის იმ ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობა აკრძალულია, მეწილე ბიზნესმენთან ერთად რესტორანს აშენებს.

>>>

ოლიმპიელი, რომლის ოჯახმა სამართალი ვერ იპოვა, იმედოვნებს, რომ მის პოვნას ივანიშვილის დახმარებით შეძლებს

ქართველი მოთხილამურე იასონ აბრამაშვილი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს. იგი წლების წინ დაწყებული საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს და აცხადებს, რომ სანოტარო დოკუმენტაციის გაყალბების გზით პარლამენტარმა გოგი თოფაძემ აბრამაშვილისა და მისი ოჯახის კუთვნილი ქონება მიისაკუთრა.

>>>

2008, აგვისტო: მშვიდობისმყოფელთა მსხვერპლშეწირვა, ანუ ვის უყვირიან კადრებში: "არ ისროლოთ!"

რადიო "აფხაზეთის ხმის" ვებ-გვერდი გთავაზობთ ანდრეი ილარიონოვის ანალიტიკურ ბლოგს, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ომს ეხება, კერძოდ, ყბადაღებულ "ქართველებმა რუსი სამშვიდობო ბატალიონის ჯარისკაცები დახოცეს" თემას. 

>>>

დღის ფოტო: გაერო, ჩურკინი VS პაუერი

რუსეთმა ვეტოს უფლებით ისარგებლა აშშ-ს რეზოლუციასთან დაკავშირებით ყირიმის რეფერენდუმის შესახებ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

>>>

„ევრაზიული არჩევანის“ აქციაში ქართული ჯარიდან ჯავშანჟილეტების გაყიდვისთვის გაძევებული პირი მონაწილეობდა

„მე ზუსტად ვიცი, რომ ის პირი, ვინც აქ მოვიდა და მონაწილეობდა ამ პრორუსების აქციაში, პირველი ბრიგადიდან გააგდეს, რადგან ჯავშანჟილეტებს ჩუმჩუმად ჰყიდიდა“, – ეს განცხადება უკრაინის მხარდამჭერი აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ გააკეთა.

>>>

უკრაინის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილ ციბენკო მადლობას უხდის ქართველ ხალხს უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

>>>

„ევრაზიული არჩევანი – საქართველოს“ ლიდერი: დაფინანსება ცოტა გვაქვს

კოალიცია „ევრაზიული არჩევანი – საქართველოს“ ლიდერი არჩილ ჭყოიძე აცხადებს, რომ მათ აქციებს თავად აქტივისტები აფინანსებენ: „ბანერებს ერთი აკეთებს, ბენზინს მეორე ასხამს“, – ამბობს ის.

>>>

ТСН-მა ყირიმის „აფხაზეთიზაციაზე“ სიუჟეტი მოამზადა

უკრაინული ტელევიზიის ТСН-ის გადამღებმა ჯგუფმა, რომლებიც მასალაზე მუშაობის დროს დააკავეს და აფხაზეთიდან გამოაძევეს, ყირიმის აფხაზური სცენარით განვითარებაზე სიუჟეტი მოამზადა.

>>>

ევროკავშირმა ყირიმის რეფერენდუმი არალეგიტიმურად გამოაცხადა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ ყირიმის რეფერენდუმის თაობაზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?