-
2014-03-21 12:13
ნიჟნი ნოვგოროდში 19 მარტს დაკავებულ ზვიად ოზმანოვს, იგივე „ზვიად ტბილისსკის“, რომელიც რამდენიმე წელია, ე.წ. კანონიერი ქურდის ტიტულს ატარებს, ახალი ბრალი წაუყენეს.
თავდაპირველად „ზვიად ტბილისსკი“ დიდი რაოდენობით ნარკოტიკების უკანონოდ გადატანის გამო დააკავეს, მაგრამ გამოძიებამ მას ნიჟნი ნოვგოროდის საგამოძიებო ნაწილის დახმარებით ახალი ბრალი წაუყენა.
ბრალის მიხედვით, 2012 წლის 17 ივლისს მან, დაუდგენელ პირთან ერთად ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ქალბატონი დააყაჩაღა და დანის მუქარით მისი ბინიდან ფული და ძვირფასი ნივთები, საერთო ჯამში, 700 ათასი რუბლის ოდენობით, წაიღო.