
ბოლო ორი დღის განმავლობაში უკვე მესამედ მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი ჩატარდა.
პროკურატურის ცნობით, ყოფილი პრემიერმინისტრის, აწ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრი მიხეილ ძაძამია დააკავეს.
მას სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში ედავებიან, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. წარდგენილი ბრალის მიხედვით, ძაძამიას 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.