
სევასტოპოლში რუსმა სამხედროებმა გუშინ ღამით შტურმი განახორციელეს რამდენიმე უკრაინულ ხომალდზე. შტურმის შედეგად კიდევ ორ ხომალდზე რუსეთის დროშა აფრიალდა.
სამხედრო ფორმაში ჩაცმული 60-დე შეიარაღებული პირი შეიჭრა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილ ხომალდ "ტერნოპოლზე" და მწყობრიდან გამოიყვანა რადიომოწყობილობები, რის შემდეგაც მეზღვაურებმა თავი აარიდეს შეიარაღებულ დაპირისპირებას და ხომალდი დატოვეს.
ანალოგიური ფაქტი მოხდა ხომალდ "ხმელნიცკიზეც", სადაც შტურმში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა. რუსმა სამხედროებმა აიღეს ასევე სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი. ამ დროისთვის ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე 60 სტრატეგიულ ობიექტს უკვე რუსი აგრესორები აკონტროლებენ.