-
2014-03-21 12:26
გუშინ, გვიან ღამით წერეთლის გამზირზე 21 წლის ახალგაზრდა თავში იარაღის გასროლით დაჭრეს. დაჭრილი ამ დროისთვის კლინიკაში იმყოფება, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
შსს-ს ცნობით, უკვე დადგენილია იმ პირთა ვინაობა, ვინც ახალგაზრდასთან სახლში სტუმრად იმყოფებოდნენ. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.
შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მცხოვრები თბილისელები აცხადებენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ. დაჭრილი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, რომელიც, სავარაუდოდ, დაჭრილის მეგობრებმა გამოიძახეს. დამატებითი დეტალები და კონფლიქტის მიზეზები ამ დრომდე დაუდგენელია.