-
2014-03-21 10:32
„პრაიმ კრაიმი“ იტყობინება, რომ ასტანის აეროპორტში ყაზახეთის შსს-ს თანამშრომლებმა 40 წლის ქართველი „კანონიერი ქურდი“ ბონდო სტურუა დააკავეს.
ცოტა ხნის წინ ის მოსკოვში, თავის „კოლეგასთან“ დავით ჯანგიძესთან ერთად დააკავეს. მან პოლიციელებს სხვა სახელზე გაცემული პასპორტი წარუდგინა, თუმცა, პირადობის მოწმობამ ეჭვი აღძრა სამართალდამცველებში.
იმავე დღეს სასამართლომ მიიღო მისი იძულებითი დეპორტაციის გადაწყვეტილება. საღამოს რეისით, შსს-ს თანამშრომლების კონტროლქვეშ, სტურუა „ვნუკოვოს“ აეროპორტიდან ასტანის ავიარეისზე გაამწესეს, სადაც ჩაფრენისთანავე დააკავეს.