ტელეკომპანია "იმედის" მეგა-შოუში "ორი ვარსკვლავი", ჟიურის წევრისგან თეონა კანტრიძისგან საინტერესო შეფასება მიიღო ვახტანგ რჩეულიშვილმა, რომელმაც ნინა წკრიალაშვილთან ერთად "Não deixe o samba morrer" შეასრულა.
ყირიმის მთავარი რაბინი მიხეილ კაპუსტინი სიმფეროპოლიდან კიევში გაიქცა - მზარდი ანტისემიტური განწყობის გამო, რომელიც უკრაინისგან ყირიმის ჩამოშორების მოსკოვისეული მცდელობის შემდეგ ნახევარკუნძულზე შეიმჩნევა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა იგორ ტენუხმა რადაში გამოსვლის შემდეგ გადადგომაზე განცხადება გააკეთა. მან უარყო მედიის მხრიდან მის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ყირიმში განთავსებულ სამხედრო ნაწილებს ბრძანებას დროულად არ უგზავნიდა.
ხელისუფლება ერეკლე კოდუას ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ჩვენებას სთხოვდა, რაზეც მან უარი განაცხადა – ამ ინფორმაციას ჟურნალისტი ელისო კილაძე გაზეთ “ქრონიკა +”-ში ავრცელებს.
გამოცემა "ნიუპრესი" იტყობინება, რომ წყალტუბოში ტაქსის მძღოლი საკუთარ მანქანაში, მოკლული იპოვეს. გამოცემის ცნობით, შსს ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა.
"აფხაზეთის ხმას" მიაწოდეს იშვიათი ფოტო, სადაც (მარცხნიდან მესამე) საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხედრო სავალდებულო სამსახურში ყოფნის დროსაა გადაღებული.
„შეუცვლელი არავინაა და თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეუცვლელია, სწორედ ის შეიცვლება ყველაზე სწრაფად“, -პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ამ ფრაზის შემდეგ პრესა შესაცვლელ მინისტრებზე ალაპარაკდა.
უკრაინის ქალაქ როვნოში სამშაბათს ღამით მოკლეს ნაციონალისტური ორგანიზაციის - „მემარჯვენნე სექტორის“ წევრი ალექსანდრ მუზიჩკო, რომელიც „საშკო ბელის“ სახელითაც არის ცნობილი.
ამერიკელი ჟურნალისტებისთვის იმდენად უცნაური და გასაკვირი აღმოჩნდა აშშ-ში ბოლო დროს ძალიან დიდი პოპულარობით აღზევებული „უმანკოების მეჯლისი“, რომ ამაზე მათ დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს.
სანტიაგო მენდოსი, კოლუმბიელი ბავშვი უჩვეულო სიმსუქნით გამოირჩევა და ალბათ, ჩვილ ბავშვთა შორის მსოფლიოში ყველაზე მძიმეწონიანია - ის 21 კგ-ს იწონის.