
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი ორი პროკურორის დავით ძნელაშვილისა და გურგენ გილაურის დაკავებას ითხოვს, რომლებიც, თათუხაშვილების ოჯახის მტკიცებით, შალვა თათუხაშვილის საქმეში არიან ჩართულები.
„ჩვენ გინდა მოვითხოვოთ, რომ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმე უსწრაფესად იყოს გამოძიებული. თათუხაშვილის ოჯახი ასახელებს ორი პროკურორის გვარს.
ესენი არიან დავით ძნელაშვილი და გურგენ გილაური, მეტსახელად „სიკვდილა“. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ეს ორი ადამიანი ჩარეულია მათი შვილის შალვა თათუხაშვილის სიკვდილში, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ უსწრაფესად სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და ამ ორი პროკურორის სასწრაფო დაკავებას, რადგან მათ შეუძიათ მოახდინონ ზემოქმედება მოწმეებზე და გააყალბონ მასალები“,– აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.