
გია ხუხაშვილის განცხადებით, ლაშა ამირეჯიბი შეცდომაში იყო შეყვანილი. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ისინი სასამართლოს გარეშეც შეძლებენ შეთანხმებას, ხოლო ჟურნალისტ ელისო კილაძესთან მიმართებაში, ხუხაშვილი მხოლოდ სამოქალაქო სარჩელით არ შემოიფარგლება.
"ერთ -ერთი სასამართლო დავა ლაშა ამირეჯიბის წინააღმდეგ მაქვს, მაგრამ ჩვენ ალბათ შეთანხმებას მოვაწერთ ხელს, რადგან დავრწმუნდი , რომ ამირეჯიბი შეცდომაში მიზანმიმართულად იქნა შეყვანილი ,თავადაც მიხვდა რომ ყველაფერი რაც ჩემს შესახებ თქვა,ტყუილი იყო, ელისო კილაძესთან ბევრად უფრო მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე და სამოქალაქო სარჩელით ნამდვილად არ დავკმაყოფილდები,"- განაცხადა ხუხაშვილმა ,,ასავალ-დასავალთან“. ელისო კილაძე ამ კომენტარს პასუხობს და აცხადებს, რომ არცერთი მოსაზრება , რაც მას ხუხაშვილზე გამოუთქვამს, უკან არ მიაქვს და ამირეჯიბს მიმართავს.
,,ახლა ხუხაშვილს ურიგდები? იმედია,იმას არ ამბობ, რომ კვერცხებზე მასალებს მე გაძლევდი. ჩემი პასუხი გია ხუხაშვილს-არც ერთი ჩემი მოსაზრება შენთან დაკავშირებით უკან არ მიმაქვს, ველოდები, როგორც სამოქალაქო სარჩელს, ისე პროკურატურაში დაბარებას.“- წერს კილაძე.