
შალვა თათუხაშვილის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის მთავარი მოწმის გარდაცვალების საქმეში ოჯახის წევრები სამედიცინო ექსპერტების ჩართვას ითხოვენ და პროკურატურის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ.
„ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ საქართველოს პროკურატურას, მოვითხოვთ საქმეში ჩაერთონ უცხოელი ექსპერტები და მას შემდეგ დავიწყებთ თანამშრომლობას გამოძიებასთან. აგრეთვე, ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტმა შეკრიბოს საგამოძიებო კომისია და შალვას წამებასთან და მის სიკვდილთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყონ“, - განაცხადა შალვა თათუხაშვილის დამ ნატო თათუხაშვილმა.