ბაქრაძე: წიკლაურს თავს დაესხა სპეციალურად მომზადებული ჯგუფი, სპეცსამსახურებთან სავარაუდო კავშირებით

Image

"ის, რაც მოხდა გუშინ, როგორც ჩანს, ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციასთან ბრძოლა გადავიდა თვისობრივად ახალ ეტაპზე, როდესაც კრიტიკული აზრის გამოთქმა უშუალოდ უკავშირდება ფიზიკური არსებობის რისკს,“

 

- განაცხადა დავით ბაქრაძემ დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გაკეთებული სპეციალური განცხადებისას.

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის გამო , ქმედითი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

 

,,მე მინდა, წინასწარ მოვუწოდო ხელისუფლებას, ნუ ეცდება არსებულის გამართლებას რაიმე კონფლიქტის ან შელაპარაკების ვერსიით. არანაირი შელაპარაკება არ ყოფილა. კარგად მომზადებული და შეიარაღებული რვა ადამიანი სპეციალურად ელოდებოდა დეპუტატს საკუთარ სახლთან, მათ არ მოსვლიათ არანაირი შელაპარაკება, არ თქმულა არც ერთი სიტყვა. მისვლისთანავე პარლამენტის წევრს თავს დაესხნენ და ცდილობდნენ ის ჩაესვათ მანქანაში და გაეტაცებინათ.

 

ეს ვერ მოახერხეს მხოლოდ მისი ფიზიკური წინააღმდეგობის და მეზობლების ჩარევის გამო. ჩვენ მოვითხოვთ ამ ფაქტის უსწრაფეს გამოძიებას, ვინაიდან ნებისმიერი გაჭიანურება ამ საქმის გამოძიებისა დაადასტურებს ეჭვს, ჯგუფი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, გახლდათ კარგად მომზადებული და სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი ჯგუფი, სავარაუდო კავშირებით ძალოვან სტრუქტურებთან თუ სპეცსამსახურებთან.

 

ამიტომ მოვწოდებთ ხელისუფლებას, უმოკლეს ვადაში გამოიძიოს ეს ფაქტი და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პირად კონტროლზე აიყვანოს ეს გამოძიება და უზრუნველყოს ის, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის გატაცების მცდელობა იყოს შესაბამისად გამოძიებული და ყველა დამნაშავე დასჯილი", -განაცხადა დავით ბაქრაძემ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !