„როგორ შეიძლება ვენდოთ პროკურატურის დასკვნას, როცა პროკურატურა ამბობს, რომ მისი მთავარი მოწმე გაპარული იყო 18 მარტამდე, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ მას დაცვა მიუჩინა?“ - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.
„როცა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომ მისი კლიენტი იყო ნაწამები, პროკურატურამ განაცხადა, რომ ვერ იმსჯელებდა ფოტოების მიხედვით, მაგრამ როცა იმავენაირი ფოტოები გავრცელდა ჟვანიას შესახებ, პროკურატურამ დასკვნა დადო“. - განაცხადა ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა „რეაქციაში“.
მთავარმა პროკურატურამ საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით შალვა თათუხაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროავა.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას დაკითხვაზე დაბარებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურება.
ვიდრე გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას ფოტოების ამტვირთველი, ვინმე ჰაკიმ ფაშას ნამდვილი ვინაობა არ იქნება გამოძიებული საპარლამენტო ოპოზიცია აპირებს, ყველა საჯარო გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილი ჰაკიმ ფაშად მოიხსენიოს-ამის შესახებ ირმა ნადირაშვილი ,,ფეისბუქზე“ წერს.
უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას დაკითხვა დასრულდა. ბოკერიამ მთავარი პროკურატურის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
როგორც დაკითხვიდან გამოსულმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაკითხვა კორექტულად მიმდინარეობდა.
ბოკერია დღეს მოწმის სახით დაკითხეს.
კახა ლომაია ,,ფეისბუქზე“ გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაბარების ფაქტს ეხმაურება. ყოფილი მინისტრი წერს, რომ ხელისუფლება ბოკერიას დაკავების შემთხვევაში ააფეთქებს კასრს, რომელშიც დენთს, არასწორი პოლიტიკის გატარებით ,წელიწადნახევარი აგროვებდა:
პროკურატურაში ანი ნადარეიშვილის დაკითხვა დასრულდა. თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის დამფუძნებელი საქართველოს მთავარ პროკურატურაში შალვა თათუხაშვილის საქმეზე დაიკითხა.
,,პროკურატურას ჩვენებას მხოლოდ მაშინ მივცემთ, თუ საქმე ჩემი ძმის წამებაზე აღიძვრება", - განაცხადა გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ძმამ, გიორგი თათუხაშვილმა.
დამუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, მათთვის საკმარისი იყო ის მასალა, რომელიც მათ შალვა თათუხაშვილის ადვოკატმა წარუდგინა იმ კითხვებზე პასუხიების გასაცემად, რაც აინტერესებდა თათუხაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველს: