
საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს ნუცუბიძის ქუჩაზე. ყაჩაღობა დაახლოებით საღამოს 8 საათზე მოხდა,ინფორმაციას ,,პირველი რადიო“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მძარცველებმა თანხის წაღება შეძლეს, თუმცა რა რაოდენობისაა მიყენებული ზარალი უცნობია.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, ბოლოს ,,საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალი ყაზბეგის ქუჩაზეც დააყაჩაღეს.