
უკრაინის სამხრეთით მდებარე ქალაქ ნიკოლაევში შეძახილის "დიდება უკრაინას!" თანხლებით მაიდნელებმა და ადგილობრივმა მოხალისეებმა საოლქო ადმინისტრაციის შენობიდან განდევნეს სეპარატისტები, ხოლო მოგვიანებით დაშალეს მათი კარვების ბანაკი, რომელიც 25 თებერვლიდან იყო გაშლილი.
შეტაკების დროს ათამდე ადამიანი დაშავდა. კარვების დაშლის დროს ერთ–ერთში აღმოაჩინეს პისტოლეტი და სანადირო დანების კომპლექტი.