
მილიარდერი რინატ ახმეტოვი დონეცკში სეპარატისტებთან გავიდა და მათ დიალოგისკენ მოუწოდა. მისი ხანგრძლივი საუბარი მობილურ ტელეფონზე ჩაიწერეს და "იუთუბზე" გამოაქვეყნეს.
რინატ ახმეტოვი აქციის მონაწილეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს და ეუბნება, რომ თუ ისინი არ მოითხოვენ უკრაინის დანაწევრებას და ამ ქვეყნისგან გამოყოფას, ის მათ მოთხოვნებს მხარს დაუჭერს.