
ხარკოვში მილიციის რაზმებმა საოლქო ადმინისტრაციის შენობაში დაბანაკებული სეპარატისტები გამოდევნეს, – ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
სეპარატისტებმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს – მათ დაიწყეს საბურავების დაწვა შენობის შესასვლელთან და ამასთან, ისროდნენ ტრავმატული იარაღიდანაც. საპასუხოდ მილიციამ მხოლოდ წყლის ჭავლი გამოიყენა. ამ დროისთვის შენობას მთლიანად მილიცია და ევრომაიდნელები აკონტროლებენ.